დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.