ყაზახეთის შინაგან საქმეთა დელეგაციის ვიზიტი
ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა საქართველოს შს მინისტრმა. დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მოინახულეს. გაეცნენ უწყების საქმიანობის სპეციფიკას. დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა. ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა საჩვენებელი ტაქტიკური წვრთნები, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სცენარის ფარგლებში დანაყოფის მოქმედების ტაქტიკა და პროფესიული შესაძლებლობები.