ნაწილობრივ დარღვეული საინვესტიციო ვალდებულებები. თბილისში სასტუმროების ნაწილის მშენებლობა წლებია, შეჩერებულია. მათ შორისაა დედაქალაქის ცენტრიც, სადაც ორი სამინისტროს ყოფილი შენობების ადგილზე ინვესტორებს სასტუმროები უნდა აეშენებინათ. თუმცა, საინვესტიციო პროექტები შეფერხდა და ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმი ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა.
შეჩერებულია 10 წლის წინ დაწყებული მშენებლობების ნაწილიც. მიზეზების გარკვევა სანდრო ჯუფალაკიანმა სცადა.