შეხვედრა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის  გავრცელების პრევენციის მიზნით, ახალი წლის ღამეს იმოქმედებს.

ნათია თურნავას თქმით, კოვიდპანდემიის გამო, წლევანდელი ახალი წელი განსხვავებულ რეჟიმში ჩაივლის და წინასაახალწლო პერიოდში მკაცრი შეზღუდვები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც მოქმედებს, რათა ახალი წელი ეპიდემიის წამახალისებელ ღონისძიებად არ იქცეს.