პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ეკონომიკურ მრჩეველთან

ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე, ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს.