ვაქცინაციის პროცესი - შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან

ეკონომიკის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რესტორნების, სასტუმროების და ტურ-ოპერატორების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის თემაზე იმსჯელეს. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს ტურიზმის ინდუსტრიაც დაემატა.

როდის დაიწყება პროცესი და რა შეღავათებით ისარგებლებს სექტორი ვაქცინაციის შემთხვევაში, – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.