რუსთავის მერია საკრებულოს წინააღმდეგ

ბლოკავს თუ არა რუსთავის საკრებულო ქალაქში დაგეგმილ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ხელოვნურად – მერიასა და თვითმმართველ ორგანოს შორის დაპირისპირების ახალი რაუნდი იწყება.

საკრებულოდან პოლიტიკური პროცესი სასამართლოში ინაცვლებს. დავის მიზეზი მერიიდან დასამტკიცებლად გაგზავნილი და განუხილველად დატოვებული მრავალმილიონიანი საინვესტიციო პაკეტებია. 2021 წლის არჩევნების შემდეგ რუსთავი იმ ქალაქებს შორის აღმოჩნდა, სადაც მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობის ფორმირება ვერ მოახერხა. თვითმმართველ ორგანოს, სადაც უმრავლესობას ოპოზიციური ძალები შეადგენენ, ქალაქის მერია მიზანმიმართულ საბოტაჟში და თვითმმართველობის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

თავის მხრივ, დეველოპერული პროექტების მიმართ პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი უკვე სასამართლოშია.