სიახლეები ტურიზმის სექტორში 

ტურიზმის სფეროში ვაქცინაციის პროცესის დასაჩქარებლად და გასაფართოებლად მთელი რიგი შეღავათები წესდება.

პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს ტურიზმის ადმინისტრაცია სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს. სასტუმროები, კვების ობიექტები, გიდები, ტურ-ოპერატორები, – მათთვის გათვალისწინებული სტიმულირების პაკეტების მიზანი ტურიზმის დარგში რისკების მინიმუმამდე დაყვანა და ტურისტებისა და ადგილობრივების მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფაა. ეკონომიკის წამყვანი სფეროს აღდგენის გზა ახლა სწორედ მსგავს წამახალისებელ ღონისძიებებზე გადის.