ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

აპრილში ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 44,8 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია. ოფიციალური მონაცემით, ზრდა შეინიშნებოდა: დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, სასტუმროების და რესტორნების, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში. კლების ტენდენცია სამთომოპოვებით დარგში აღინიშნება.

შარშან აპრილში ეკონომიკა, კოვიდპანდემიისას, ჩაკეტილი საზღვრების მიზეზით, 16,6 პროცენტით შემცირდა და წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ასეთი მაღალი ზრდა ამ ფაქტითაც არის განპირობებული.

დატოვე კომენტარი