სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს

ამ წუთებში, სასტუმრო „პარაგრაფში“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა 2020-2023 წლების საინვესტიციო შედეგები შეაჯამა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. ანგარიშის პრეზენტაციას სამთავრობო გუნდის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.