რუსთავის მერის ბრალდება ოპოზიციური საკრებულოს უმრავლესობას

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე, რუსთავის მერი მართველი გუნდიდან და საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ამჯერად დესტრუქციულ ქმედებებში ოპოზიციას ნინო ლაცაბიძე ადანაშაულებს. რუსთავის მერი ოპონენტებს საინვესტიციო პროექტების თვეობით, ხელოვნურ შეჩერებაში სდებს ბრალს და საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდებს, მიიღოს ადგილობრივების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება.

რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობიდან დღეს ნინო ლაცაბიძეს უპასუხეს, რომ რეგლამენტი დარღვეული არ არის, საკითხის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა და პროცესი კანონით განსაზღვრულ ვადაში დასრულდება.

მანანა დევაძე გიამბობთ.