„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის განცხადება

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ზაფხულში საქართველოში კარგ ტურისტულ სეზონს ელოდებიან. მისი განცხადებით, ჯავშნების უმეტესობა გალფის ქვეყნებიდანაა და საქართველო ყველაზე მეტ სტუმარს ივლისის თვეში ელოდება.

მისივე თქმით, შემცირდა ევროპიდან ტურისტების ჯგუფური ჯავშნები და ქვეყანაში ძირითადად ინდივიდუალური სტუმრები ჩამოდიან. ალავერდაშვილის განცხადებით, საქართველოს ტურისტული თვალსაზრისით პირველი კვარტალი მძიმე ჰქონდა, რაც მისი თქმით, განპირობებული იყო ომითა და ასევე ზამთრის სეზონით, რომელიც უთოვლობის გამო ჩავარდა.