პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მრჩეველი წარადგინა

საქართველოს მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ეყოლება. აღნიშნულ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ამასთან, ის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელია. სპეციალური მრჩეველი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე.

თამარ წიკლაური დეტალებით.

დატოვე კომენტარი