საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ორგანიზაციაში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დამტკიცდა, რომელზეც საქართველოს პირველი არხის გუნდმა და UN Woman-ის წარმომადგენლებმა ერთობლივად იმუშავეს. დოკუმენტი მიზნად ისახავს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებას, ორგანიზაციაში მსგავსი ფაქტების პრევენციას და მოიცავს მექანიზმს შესაბამისი რეაგირებისათვის.