პირველი არხის მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის წევრად აირჩიეს.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედია დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიო ასამბლეაში მონაწილეობენ. რადიო ასამბლეას საფრანგეთის საზოგადოებრივი რადიო მასპინძლობს. რადიო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა მაუწყებელთა კავშირის რადიოკომიტეტის არჩევნები. რადიოს კომიტეტი მიზნად ისახავს რადიოს ინტერესების და წარმომადგენლობის წინ წამოწევას ევროპის მაუწყებელთა კავშირის მასშტაბით, სადაც გაერთიანებული არიან როგორც რადიოს მიმართულებით მომუშავე წევრები, ასევე ისინი, ვინც აუდიტორიას რადიო და სატელევიზიო მაუწყებლობას სთავაზობს. წლევანდელი ასამბლეის დღის წესრიგი ასევე მოიცავს დისკუსიას ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებსა და ევროპის საზოგადოებრივ რადიოებს შორის ურთიერთობის კომპლექსურობაზე.