აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

საქართველოს პირველი არხთან მორიგი აქცია გაიმართა. შეკრებილები საზოგადოების წარმომადგენლებისთვის დღის ეთერების გახსნას ითხოვდნენ. მოთხოვნებს შორის არის მენეჯმენტის გადადგომაც. ტელევიზიის შენობასთან მათ პროტესტი სასტვენებითა და ტრანსფარანტებით გამოხატეს და განცხადებები გააკეთეს. ისინი აქციების გამართვას პერმანენტულად აპირებენ. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრის შემდეგ, პირველი არხის საინფორმაციო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პირდაპირ ეთერში უწყვეტად შუქდება ყველა საპროტესტო აქცია და მსვლელობა. მაუწყებლის მიერ განსაზღვრულ ფორმატში კი, ყოველდღე, 22 საათზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ეთერი სხვადასხვა პოზიციის მქონე მოქალაქეებს და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს ეთმობა.