საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაცია საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა [ფოტო/ვიდეო]
15:30, 22.05.2026
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაციას უმასპინძლა.
შეხვედრა გაიმართა გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილსა და მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.
სტუმრებმა დაათვალიერეს მაუწყებლის ახალი შენობა, სტუდიები და ნახეს სამუშაო პროცესი, ასევე ის უახლესი ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომლითაც პირველი არხი მუშაობს.
მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.