საქართველოს პირველმა არხმა კულტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა [ფოტო]

საქართველოს პირველმა არხმა კულტურის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ქართული კულტურის, კულტურული მრავალფეროვნების, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას.

თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი პროექტების შექმნას და ღონისძიებების ჩატარებას, ასევე აუდიოვიზუალური ნაწარმოებების და სხვა შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მხარეები გადასცემენ ერთმანეთს შესაბამის ინფორმაციას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა და საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.