პროექტი „მწვანე შუქი“

რუსთავის მერს და მერიის წარმომადგენლებს შეხვდა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტი „მწვანე შუქი“, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე პირების მშობლების ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით ინტერდისციპლინური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს. რუსთავის მერის განცხადებით, პროექტის დაწყება 2025 წლიდან იგეგმება.