„მოამბე“ 58 წლისაა

საქართველოს პირველი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურისთვის 4 იანვარი გამორჩეული თარიღია – მოამბე“ დღეს 58 წლის გახდა. ქვეყნის პირველი საინფორმაციო გამოშვება ეთერში ზუსტად 58 წლის წინ გავიდა. 1968 წლის 4 იანვარს, ქვეყნის პირველ ტელევიზიაში ახალი ამბების რედაქცია გაჩნდა. პროგრამისთვის სათაური მთავარი რედაქციის ხელმძღვანელმა, თამაზ ხომერიკმა ილია ჭავჭავაძის „საქართველოს მოამბის“ მიხედვით შეარჩია. პირველი ეთერი ერთი ტელეკამერით, 15 ჟურნალისტის მიერ მომზადდა. რეპორტაჟების ნაცვლად ეთერში ფოტოკოლაჟები გადიოდა. „მოამბე“ წლების მანძილზე ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს ოქროს ფონდში ინახება „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული უნიკალური კადრები, მათ შორის 9 აპრილის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი არჩევნებისა და აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა.

მოამბე