საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას სარჩელს განიხილავს. ის  საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის იმ დადგენილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. დადგენილება მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის თანახმად, იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენაში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას უშვებს, როდესაც მას სასამართლოს ყველა ინსტანცია ცნობს დამნაშავედმოსარჩელის განცხადებით კი საქართველოს პარლამენტმა მას უფლებამოსილება შეუწყვიტა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის მოთხოვნა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტით, დაუსაბუთებლად იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან და დაერღვა სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება.