დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციურ ალიანსში 

21:28, 27.04.2026

მუქარამ და გაფრთხილებამ არ გაჭრა – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური ალიანსის მიმართ კრიტიკას არ წყვეტს.

ექს-პრეზიდენტმა დღეს ოპოზიციას ღიად უთხრა, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი მას ჰყავს და მისი დაკნინება უშედეგო იქნება. დუმილს არღვევენ ის პოლიტიკური აქტორებიც, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის თავდასხმებზე მანამდე რეაგირებას არ ახდენდნენ. მათ შორისაა პარტია „ახალის“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ნიკა მელია. სწორედ მისი პარტიაა სააკაშვილის ბოლოდროინდელი თავდასხმების მთავარი სამიზნე. მელია ყველა ბრალდებაზე პასუხის გაცემას აანონსებს. მის წერილში სააკაშვილისადმი კრიტიკული განწყობების გარდა ალიანსის სამოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილებაც იკითხება. ალიანსის მთავარი პოლიტიკური აქტორები ყოველდღიურად მზარდი შიდა დაპირისპირების გამო შექმნილ მძიმე ვითარებას არ უარყოფენ. თვენახევრის წინ ჩამოყალიბებული ალიანსის წევრი პარტიების ლიდერებისთვის ახლა მთავარი ამოცანა ერთიანობის შენარჩუნებაა. თუმცა ერთობა სულ უფრო მყიფე ხდება.

მსგავსი