თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე ტელეიმედის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დაიკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილის მითითებით მოხდა ტელეიმედის გადაფორმება. პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. ამავე საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.