განაჩენი 4 ოქტომბრის ვერშემდგარი დამხობის საქმეზე – გამოხმაურება
„ოპოზიციის ალიანსმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „4 ოქტომბერს დაკავებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი არ არის მართლმსაჯულების აქტი. ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს“. ალიანსმა 4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს ის გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, ლაშა ბერიძეს და პაატა მანჯგალაძეს – 7-7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს, ნიკა გვენცაძეს და ირაკლი ჩხვირკიას – 5-5, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს – 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. ოპოზიციის ალიანსის განცხადების თანახმად, ყველა მათგანი „პოლიტიკური პატიმარია და მათი ბრძოლის მთავარი გზა მშვიდობიანი პროტესტია“. მათ კიდევ ერთხელ დააანონსეს 26 მაისს შეკრება. გადაწყვეტილებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში.