4 ოქტომბრის საქმე 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული პირების ნაწილს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ. შეთანხმება პროკურატურასთან შედგა, ბრალებულების ნაწილმა ბრალი აღიარა, მათ სამწლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევთ, საპატიმრო დაწესებულებას კი უახლოეს პერიოდში დატოვებენ. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და დღეს მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს.

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლის მიმდებარედ აქციაზე დაკავებულ პირებს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.