7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

2007 წლის 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართა. დაიკითხა კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი. მან აქციის დარბევის სისასტიკეზე და „იმედში“ შეჭრის დეტალებზე ისაუბრა. მანამდე სააკაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ნიკა მელიას წერილს გამოეხმაურა.

„ნიკა მელიამ ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, ნუ გავიგე ის, რომ მე არ მოვწონვარ, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. რატომ ჩატოვეს ციხეში? ივანიშვილმა ვერ აპატია, როცა აღსრულების სამსახურში იყო, უკანონო 70 მილიონი რომ დაუყადაღა“,- აღნიშნა სააკაშვილმა.