დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები

18:20, 27.04.2026

ოპოზიციურ ფლანგზე შეუთანხმებლობა და დაპირისპირება გრძელდება.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე საუბარში ამჯერად ნიკა მელიაც ერთვება. ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში უამრავი პოლიტიკოსის, „ენჯეოს“ და სხვა აქტიური საჯარო პირების მიერ ხალხთან მუშაობის აუცილებლობა დაჩრდილული იყო უცხოეთიდან გადამწყვეტი დახმარების ილუზიით.
„ჩემთვის მიუწვდომელი და გამოუცნობია, როგორ ხერხდება ამბიციური პოლიტიკოსის, ჯანსაღად ამბიციური „ენჯეოსა“ თუ სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პირების მიერ, რომლებიც მომავალში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობის აღებაზე ფიქრობენ, რომ წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! ეს მიდგომაც მთლიანად შესაცვლელია. სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში“ – წერს ნიკა მელია. ამავე წერილში მელია გამოეხმაურა სააკაშვილს და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წარმომადგენლების ბრალდებებსაც. მათ შორის იმას, რომ თითქოს 2024 წელს პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაუწერა №4-ს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მაღალი პროცენტი.

შეგახსენებთ, სააკაშვილის განცხადებებით უკმაყოფილო პარტიებმა ოპოზიციური ალიანსის სახელით განცხადება გაავრცელეს. ამას უკვე სააკაშვილი მკვეთრი განცხადებები და ბრალდებები მოჰყვა.

მსგავსი