დაპირისპირება ოპოზიციაში – შეფასებები

18:35, 28.04.2026

„ოპოზიციურ ალიანსში“ კონფლიქტი ამჯერად ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებით გრძელდება. ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვას და წარსულის შესახებ საუბარს არ ერიდებიან. სააკაშვილის კრიტიკასთან ერთად, მელია ახლადშექმნილი ალიანსის გეგმებსა და სტრატეგიებს იწუნებს. ალიანსის შენარჩუნების სურვილსა და საჭიროებაზე საუბრობს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, თუმცა ამბობს, რომ მათი ალიანსის დაშლის რისკი გაერთიანების დასაწყისშივე არსებობდა. მმართველ გუნდში კი – ოპოზიციის ერთ ფლანგში მიმდინარე პროცესებს სერიოზულად არ აღიქვამენ და არ გამორიცხავენ, რომ ეს დაპირისპირება მოჩვენებითი იყოს.

მსგავსი