დაპირისპირება ოპოზიციაში 

12:15, 02.06.2026

მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები ერთმანეთს სოციალურ ქსელებში წერილებით უკვე რამდენიმე დღეა პასუხობენ. აღნიშნულ უთანხმოებას აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში.

ცალკეული პოლიტიკოსების მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა აზრსმოკლებულია. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, რაც ახლა არსებობს, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს. საკითხს აფასებენ მმართველ გუნდშიც, სადაც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებამ ოპოზიციის რეალური სახე უკვე არაერთხელ დაინახა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელიას მისამართით მორიგი კრიტიკა და ბრალდება გაავრცელა.

მსგავსი