საბოტაჟის საქმე - განხილვა სასამართლოში

საბოტაჟის საქმეზე განხილვა იწყება – პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს. განხილვა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სრულად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მიზეზი, სასამართლო განხილვის დროს ხმაური გახდა. ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებასა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საბოტაჟს გულისხმობს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძესა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.