საია-ს ანგარიში

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში ასახულია წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში საია-ს დაკვირვების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, ტენდენციები და ორგანიზაციის რეკომენდაციები. საია სამ ძირითად დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი, ამომრჩევლის მოსყიდვა და დაძაბული პოლიტიკური ფონის შექმნა.

სულხან სალაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ყველა გამოვლენილ დარღვევაზე რეაგირება მოხდეს.