საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „სტუდია მონიტორმა“ და „საქართველოს ამბებმა“, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი წარადგინეს, რომლითაც მოთხოვნილია „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ გაუქმება. ასევე, ითხოვენ დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერებას. მათი თქმით, აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას. სარჩელის ავტორების განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს სარჩელის განსახილველად, თუმცა მათ შუამდგომლობით მიმართეს დავა დაჩქარებულ ვადებდი იყოს განხილული.