რექს ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჩრდილოეთ კორეა ვაშინგტონისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დაასახელა. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ფხენიანიდან მომდინარე მუქარა მთელი მსოფლიოსთვის ყურადსაღებია.

ტილერსონმა ჩრდილოეთ კორეის მთავარ მოკავშირეებს – ჩინეთსა და რუსეთს მოუწოდა, განახორციელონ ზეწოლა ფხენიანის რეჟიმზე იმ მიზნით, რომ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი ზომებს მიიღებს.

ორი დღის წინ ამერიკის პირველმა დიპლომატმა ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა. მისი თქმით, მთავარია მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. აღნიშნული პოზიცია მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა.