დაკავებული დემონსტრანტები და შეტაკებები აშშ-ს უნივერსიტეტებში

საპროტესტო ტალღამ მოიცვა ამერიკის უმაღლესი სასწავლებლები.

ბოლო დღეებში პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა. რამდენიმე უნივერსიტეტში წინააღმდეგობრივი მოძრაობა შეტაკებებში გადაიზარდა. დაკავებულია ათეულობით ადამიანი. დაშლილია უნივერსიტეტების კამპუსებთან გაშლილი კარვები. ახალგაზრდები ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვენ. სამართალდამცავების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, მღელვარების ჩაცხრობა ვერ ხერხდება. კონტრაქციების და ფიზიკური დაპირისპირების გამო დაძაბულობის ეპიცენტრად იქცა კალიფორნიის უნივერსიტეტი.