რა ინფორმაციას ფლობს გამოძიება სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილების შესახებ - ბრიტანეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მტკიცებულებებს წარუდგენს

გამოცემა New York Times-ში სკანდალური სტატიის გამოქვეყნებას ამერიკელი მაღალჩინოსნები ეხმაურებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წევრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამერიკულ გამოცემაში დაბეჭდილი ანონიმური სტატიის ავტორობას უარყოფენ. ცოტა ხნის წინ New York Times-ში დონალდ ტრამპის უხეში კრიტიკის შემცველი პუბლიკაცია გამოჩნდა. სტატიიდან ირკვევა, რომ ავტორი თავად ადმინისტრაციის წევრია. მისი თქმით, ის თეთრი სახლში არსებული წინააღმდეგობის ნაწილია. პუბლიკაციაში ქვეყნის პირველი პირის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა მკაცრად არის გაკრიტიკებული და აღნიშნულია, რომ მისი ადმინისტრაცია არასწორი გადაწყვეტილების თავიდან აცილების მიზნით, ტრამპს გამუდმებით ეწინააღმდეგება.