სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობა უკრაინის მხრიდან მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაა
  • დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს მკვლელობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის მხრიდან, მინსკის შეთანხმების ჩაშლის მცდელობად შეაფასა. „ეს პროვოკაცია ღიად არის მიმართული მინსკის შეთანხმების ჩაშლისკენ, რომელსაც ოფიციალური კიევი ისედაც არ ასრულებდა“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ზახარჩენკოზე თავდასხმის დროს, თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან ერთად, კიდევ ერთი პირი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, ის ალექსანდრ ზახარჩენკოს პირადი დაცვის წევრი იყო. ამასთან, აფეთქებისას დაშავდა 11 პირი.
  • ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს, #1 საშუალო სკოლის შენობას ტერორისტები დაეხსნენ. მათ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მძევლად აიყვანეს. 3 სექტემბერს ტერორისტებმა 334 მძევალი მოკლეს, მათ შორის 186 ბავშვი.