თეირანის სამმხრივი სამიტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს
  • სირიის კონფლიქტი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ ირანის დედაქალაქში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტების მიერ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიის კონფლიქტი მხოლოდ მოლაპარაკებებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესით უნდა დასრულდეს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს გაეროს და მის ჰუმანიტარულ სააგენტოებს, რომ სირიას დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაში დაეხმაროს.
  • ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური ელოდებოდა, რომ სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებულები ევროპაში კვლავ დაბრუნდებოდნენ. მათი ნამდვილი სახელები რამოდენიმე თვის წინ იყო ცნობილი.
  • სერგეი სკრიპალმა “ნოველისის” მიერ მოწამლული ადამიანი ესპანეთში “რუსული მაფიის” საქმის შესწავლაში დაეხმარა. არსებობს კავშირი კრიმინალებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის?