უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეში მე-100 დღეა, შიმშილობს
  • რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული უკრაინელი რეჟისორი უკვე ასი დღეა შიმშილობს. ოლეგ სენცოვი რუსეთის ციხეებში მყოფი ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს. როგორც „რადიო თავისუფლების“ რუსული ბიურო იტყობინება, დღეს რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში სენცოვის მხარდამჭერი აქციებია დაგეგმილი.
  • დღეს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარის შეჭრიდან ზუსტად 50 წელი გავიდა. 1968 წლის მოვლენები ისტორიაში „პრაღის გაზაფხულის“ სახელით შევიდა.