გროზნოში პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
  • ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში პოლიციის განყოფილებებზე თავდასხმას პოლიციელი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის განეიტრალება შეძლეს. ჩეჩნეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი არასრულწლოვანი იყო. „თავდამსხმელთაგან ყველაზე უფროსი 17 წლის იყო, ყველაზე პატარა კი 11 წლის“, – განაცხადა ეროვნული პოლიტიკის საკითხებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მინისტრმა, ჯამბულატ უმაროვმა.
  • მეზებერგის სასახლეში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სამუშაო შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მედიასთან გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემები სირიის კონფლიქტი, უკრაინის კრიზისი და პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქნებოდა.