თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკო აფეთქების შედეგად დაიღუპა
  • თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. ლიდერი ალექსანდრ ზახარჩენკოაფეთქების შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, ალექსანდრ ზახარჩენკო აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკის ცენტრში მდებარე კაფეში მომხდარი აფეთქების შედეგად, სასიკვდილოდ დაიჭრა.
  • ვაშინგტონში ჯონ მაკკეინს ემშვიდობებიან. კაპიტოლიუმის შენობაში რესპუბლიკელი სენატორის გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარასკევს დაიწყო მას სენატორის ოჯახის წევრები, კონგრესის წარმომადგენლები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრები დაესწრნენ. ცერემონია ლოცვით დაიწყო, რის შემდეგაც კონგრესში რესპუბლიკელების ლიდერი, მიტჩ მაკონელი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი სიტყვის გამოვიდნენ.
  • მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიევის საპატრიარქოს პრესმიდვანი ევსტრატი წერს. „პირველი ცნობები დღევანდელი მოლაპარაკებებიდან. პატრიარქმა კირილმა საწადელს ვერ მიაღწია“, – წერს კიევის საპატრიარქოს პრესმდივანი. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გავიდა მიტროპოლიტი ემანუილი და უთხრა, რომ შეხვედრაზე რუსეთის პატრიარქს აცნობეს: „მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიაში დაყოფის გადალახვისა და ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია. შეგახსნებთ, რომ რუსეთის პატრიარქი კირილი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად დღეს ჩავიდა.