უკრაინა რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს
  • უკრაინის მთავრობა რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების გაწყვეტისთვის მომზადება დაავალა. „დღეს საკმაოდ მომზადებული და იურიდიულად დაცული ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის – უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შესაწყვეტად. ეს შეთანხმება მოსკოვის ქმედებების გამო დიდი ხანია, ანაქრონიზმად იქცა.