WSJ - ბაშარ ასადმა იდლიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორინის გამოყენების ნებართვა გასცა
  • სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაზე შეტევისას ქლორინის გამოყენების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ არ აქვს განსაზღვრული საპასუხო ზომები, თუმცა პენტაგონი სამხედრო მოქმედების ვარიანტებს განიხილავს.
  • რუსეთის ქალაქებში საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციების ორგანიზება ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერების მიერ მოხდა. რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ძალისმიერ მეთოდებს მიმართა.
  • რუსეთის საპატრიარქოში აცხადებენ, რომ თუ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას მიიღებს, ისინი მზად არიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან კავშირი გაწყვიტონ.