არგენტინული კონტრაბანდა და 100 დღე ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობიდან

ერევნის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქცია ფაშინიანის მთავრობის მმართველობის ასი დღისადმი იყო მიძღვნილი. მიტინგზე ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მისი ხელისუფლების მიღწევები და სამომავლო გეგმები გააცნო.