პრეზიდენტის შეწყალებული პატიმრები

მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული რამდენიმე პატიმარი პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა.

2017-18 წლების მონაცემები „მოამბემ“ სასჯელაღსრულების სამინისტროდან მოიპოვა. შეწყალებულთა ნაწილი სასჯელს მაღალი რისკის დაწესებულებაში იხდიდა, რაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე მიუთითებს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრეზიდენტის მიმართ კითხვები აქვს. მითუმეტეს იმ ფონზე, რომ შეწყალების კომისიისთვის გადაგზავნილი დოკუმენტაციის მიხედვით მითითებულ პატიმრებს უარყოფითი დახასიათება ჰქონდათ მიღებული.

მწვავე კრიტიკის ფონზე პარლამენტში შეწყალების პროცედურის გადახედვას ითხოვენ.