„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდება – დაკავებულია 49 პირი
„ქურდული სამყაროს წევრობა,“ „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა,“ „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ – სხვადასხვა ბრალდებით პასუხისგებაში 63 პირია მიცემული. აქედან ხუთი კანონიერი ქურდია. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ჯამში 49 პირი დააკავეს. უმეტესობა წარსულში მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში.
გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.