საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში

21:12, 16.04.2025

პირველი ვიზიტი პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ – მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა.

საქართველოს გარეშე ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი შეუძლებელია – ასეთია ილჰამ ალიევის მთავარი გზავნილი. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა შუა დერეფანი იყო, რომლის მიმართ ინტერესი უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე გაორმაგებულია. აზერბაიჯანის პირველმა პირმა პროექტში საკუთარი ქვეყნის და საქართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მკაფიოდ გაუსვა ხაზი და ამ კონტექსტში ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომლებსაც აზერბაიჯანიდან ენერგორესურსები სწორედ საქართველოს გავლით მიეწოდება. გამოსვლაში მეზობელი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გარშემო მოლაპარაკებების დასრულება წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. გაკეთდა განცხადებები უცხო ქვეყნების მხრიდან საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართ ორმაგი სტანდარტებით მიდგომებზეც.

 

 

 

მსგავსი