ოპოზიციის გეგმა

მჭიდრო კოორდინაცია და ერთიანი პლატფორმის შექმნა – ამ შედეგით დასრულდა ოპოზიციასა და ყოფილ პრეზიდენტს შორის კონსულტაციის მორიგი რაუნდი.

როგორ ესახებათ პოლიტიკურ ძალებს ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა – სამოქმედო გეგმის წარმოდგენა 31 მარტისთვის არის დაანონსებული. მანამდე კი პროტესტის და ხელისუფლებაზე ზეწოლის ფორმებზე ოპოზიციონერ ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება. ოპოზიციის ნაწილი ახალი არჩევნების მიღწევის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების გზას შიდა პროტესტის, საერთაშორისო წნეხის და სასანქციო პოლიტიკის გაგრძელებაში ხედავს. უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოიცავს ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ შეთავაზებული ხედვა, რასაც ოპოზიციურ ფლანგზე სკეპტიკურად შეხვდნენ. ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება გარე ძალების კარნახით მოქმედებაში ადანაშაულებს, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას არ განიხილავს.