საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულები
საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა პრეზიდენტმა. პრემია მიენიჭათ ლევან ჯაფარიძესა და ავტორთა ჯგუფს – როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიანე ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს.
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს დიპლომები, სამკერდე ნიშნები და ფულადი ჯილდო გადასცა. საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი 2025 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა.