შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

შეწყალების სადავო აქტების გამო პრეზიდენტი სასჯელაღსრულების მინისტრთან შესახვედრად ემზადება.

კახა კახიშვილის შეთავაზების შემდეგ აუდიენცია ხუთშაბათისთვისაა დანიშნული. მანამდე კი გიორგი მარგველაშვილმა კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ბარნოვის 77 ნომერში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტმა ძალადობრივ დანაშაულებზე შეწყალების აქტის გაცემა დროებით შეწყვიტა.

დღეს კიდევ ერთი სადავო აქტის შესახებ გახდა ცნობილი. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმარს, რომლის მიმართ სასამართლო დავა ჯერ ისევ გრძელდება.

ნათია ქენქაძე მუშაობდა თემაზე.