პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა
ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსათვის გაწეული აღმატებული ღვაწლისათვის, ასევე კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ. აღინიშნა, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება სხვადასხვა სფეროს განვითარებას და ხელშეწყობას. დაჯილდოვებულებს გაწეული საქმინობისთვის პრეზიდენტმა და პრემიერმა მადლობა გადაუხადეს.